წვდომის მენიუ

ი/ს “ნუგზარ ბაკურიძისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 417 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 28, 2005

მიღების თარიღი ივნისი 17, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ         ი/ს “ნუგზარ ბაკურიძემ“ (ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს საგადასახადო ინსპექციის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის N 04/701; 01.03.05) კომისიას მიმართა განცხადებით (N 7; 15.04.05) ქ. ბათუმში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე.   ი/ს “ნუგზარ ბაკურიძის“ საქმიანობის საგანს წარმოადგენს ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა. სიხშირე განსაზღვრულია და გამოყენებული უნდა იყოს ქ. ბათუმში სადისპეტჩერო პუნქტსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს ი/ს “ნუგზარ ბაკურიძეს ” 158.550 მგჰც და 163.550 მგჰც სიხშირეები ქ. ბათუმში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;

2.    აღირიცხოს ი/ს “ნუგზარ ბაკურიძისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/ს “ნუგზარ ბაკურიძისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

5.   კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს  სიხშირული რესურსების

მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე). 

       კომისიის  თავმჯდომარე                                                                     დ. ქიტოშვილი    

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები