შპს „გლობალკონტაქტ კონსალტინგისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 29, 2005
მიღების თარიღი ივნისი 17, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „გლობალკონტაქტ კონსალტინგმა“ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 ივლისის N 5ა/4-2536 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 13, 07.06.05) N 1474 (მოქმედების ვადა 03.05.2015.) ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განსახორციელებლად სიხშირეების მინიჭების თაობაზე.
შპს „გლობალკონტაქტ კონსალტინგი“, N 1474 ლიცენზიის პირობების შესაბამისად, აწარმოებს საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებას მიკროტალღოვანი ინტეგრირებული ტელერადიო საინფორმაციო სისტემის („მიტრისი“) გამოყენებით შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: თბილისში, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, ჭიათურა, მცხეთა, გორი, კასპი, ხაშური, ხარაგაული, ზესტაფონი, საჩხერე, თერჯოლა, ტყიბული, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ზუგდიდი, მარტვილი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ლანჩხუთი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ქობულეთი, ხულო, ქედა, ხელვაჩაური, დუშეთი, ახალგორი, თიანეთი, ყაზბეგი, ონი, ამბროლაური, ლენტეხი, ცაგერი, მესტია, გალი, ოჩამჩირე, სოხუმი, საგარეჯო, გურჯაანი, თელავი, ახმეტა, ყვარელი, დედოფლისწყარო, სიღნაღი, გარდაბანი, მარნეული, თეთრიწყარო, ბოლნისი, დმანისი, წალკა, ცხინვალი, ბორჯომი, ასპინძა, ახალციხე, ახალქალაქი, ვანი, ბაღდათი, ხონი, წყალტუბო, ნინოწმინდა. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „გლობალკონტაქტ კონსალტინგს“ 11,700 - 12,289 გგჰც სიხშირული დიაპაზონი შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: თბილისში, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, ჭიათურა, მცხეთა, გორი, კასპი, ხაშური, ხარაგაული, ზესტაფონი, საჩხერე, თერჯოლა, ტყიბული, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ზუგდიდი, მარტვილი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ლანჩხუთი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ქობულეთი, ხულო, ქედა, ხელვაჩაური, დუშეთი, ახალგორი, თიანეთი, ყაზბეგი, ონი, ამბროლაური, ლენტეხი, ცაგერი, მესტია, გალი, ოჩამჩირე, სოხუმი, საგარეჯო, გურჯაანი, თელავი, ახმეტა, ყვარელი, დედოფლისწყარო, სიღნაღი, გარდაბანი, მარნეული, თეთრიწყარო, ბოლნისი, დმანისი, წალკა, ცხინვალი, ბორჯომი, ასპინძა, ახალციხე, ახალქალაქი, ვანი, ბაღდათი, ხონი, წყალტუბო, ნინოწმინდა შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით N 1474 ლიცენზიის მოქმედების ვადით (03.05.2015.);
2. აღირიცხოს შპს „გლობალკონტაქტ კონსალტინგისთვის“ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა.დაბრუნდაშვილი);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „გლობალკონტაქტ კონსალტინგისთვის“ სიხშირეებიის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს.შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
