წვდომის მენიუ

სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ვახტანგ მუმლაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სიხშირეებისა და სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: 419 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 28, 2005

მიღების თარიღი ივნისი 17, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (N 9/32-05, 25.05.05.) მიმართა მოქალაქე ვახტანგ მუმლაძემ (მცხ. ქ. თბილისი, აბასთუმნის ქ, პირველი კორპუსი, ბინა 19; პირადობის მოწმობა N გ 0412647) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებაზე ნებართვის მიღების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ რადიომოყვარულთა კვალიფიკაციის განსაზღვრის მიზნით, კომისიის 2005 წლის 6 მაისის  294/22 გადაწყვეტილებით შეიქმნა საკვალიფიკაციო საბჭო.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მოქალაქე ვახტანგ მუმლაძემ ჩააბარა საკვალიფიკაციო საბჭოს მიერ “C” კატეგორიის რადიომოყვარულისთვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო ტესტები, რაც ასახულია საკვალიფიკაციო საბჭოს N 01 (25.05.05.) სხდომის ოქმში და მას შეუძლია განახორციელოს სამოყვარულო რადიოკავშირები არსებული წესის შესაბამისად.   

          “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს რადიომოყვარულ ვახტნაგ მუმლაძეს სამოყვარულო რადიოსადგურის  გამოყენებისათვის დანართში (თან ერთვის) მითითებული სიხშირული დიაპაზონები და სახმობი ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით:

 

რეგისტრაციის N

რადიოსადგურის მფლობელი

რადიოსადგურის განთავსების ადგილი, ტიპი და N

სახმობი

კატეგორია

C - 008

ვახტანგ მუმლაძე

თბილისი, აბასთუმნის ქ, პირველი კორპუსი, სტაციონალური რ/სადგური – “თვითნაკეთი”

4L6AMB

„C“

2.   რადიომოყვარული ვახტანგ მუმლაძე ვალდებულია რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების  მოქმედი შესაბამისი ინსტრუქციების  მიხედვით დაიცვას რეგისტრაციისა და გამოყენების ყველა მოთხოვნა;

3.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;

4.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                    დ. ქიტოშვილი

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული           კომისიის

2005 წლის 17 ივნისის  N 419/7           გადაწყვეტილების         

 დანართი

 

 

 

 

 

\"C\" კატეგორია

სიხშირეთა ზოლი

სიმძლავრე (ვტ)

გამოსხივების კლასი

სიხშირეთა ზოლი

სიმძლავრე (ვტ)

გამოსხივების კლასი

135,7 - 137,8 KHz; 1820 - 2000  KHz

100 W; 100 W

100HA1A

430 - 440 MHz

5 W

 

1850 - 2000 KHz

10 W

3K00R3E; 3K00J3E

1240 - 1300 MHz

5 W

 

1900 - 2000 KHz

100 W

6K00R3E

2320 - 2450 MHz

5  W

100HA1A;

3500 - 3650 KHz

100 W

100HA1A

5650 - 5850 MHz

5  W

3K00R3E; 3K00J3E

3650 - 3700 KHz

100 W

3K00R3E; 3K00J3E

10 - 10.5 GHz

5  W

6K00A3E; 6K00F3E;

21000 - 21450KHz

100 W

100HA1A

24 -24.5 GHz

5  W

24K00F3E;

28000 - 29700 KHz

100 W

100HA1A

47 - 47.2 GHz

5  W

 

28200 - 29700 KHz

100 W

3K00R3E; 3K00J3E

75.5 - 81  GHz

5  W

 

29200 - 29700 KHz

100W

6K00R3E

119.98 - 120.02 GHz

5  W

 

144 - 146 MHz

5 W

100HA1A; 6K00F3E;24K00F3E;3K00R3E; 3K00J3E

142 - 149  GHz

5  W

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები