წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 43 შპს „სკორპიო საპლაისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 43 / 7

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2005

მიღების თარიღი იანვარი 21, 2005

შპს „სკორპიო საპლაისთვის„  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „სკორპიო საპლაიმ„ (რეგისტრირებული  ქ. ბათუმის  სასამართლოს 2004 წლის 28 ოქტომბრის N 01/04-1997 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N A 11/05, 18.01.05) წარმოდგენილი დოკუმენტაციების (N FRT-SI-0117/1  და N FRT-SI-0117/2, 17.04.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენენ ICOM-ის ტიპის რეტრანსლატორს და საანტენო სისტემას.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „სკორპიო საპლაის„ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N FRT-SI-0117/1 და N FRT-SI-0117/2, 17.04.04)  გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს შპს „სკორპიო საპლაიმა„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს  (ს. შავგულიძე).

                     კომისიის  თავმჯდომარე                                                      დ. ქიტოშვილი

                    

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები