წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2005 წლის N 42 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 432 / 17

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 13, 2005

მიღების თარიღი ივლისი 01, 2005

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2005 წლის 01 ივლისის N 42 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს კომისიის N42 სდომის დღის წესრიგის პროექტის  მე-2 საკითხი (შპს “მაგთიკომსა” და შპს “ახტელს” შორის დავის განხილვის შესახებ) მ/წლის 08 ივლისის კომისიის N43 სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2. წარმოდგენილ კომისიის N 42 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს     5  (ხუთი) საკითხი:

ა) „ურთიერთჩართვის მომსახურების ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 6 ივნისის N9 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ  (მომხს. კ. ყურაშვილი);

ბ) შპს “მაგთიკომისთვის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს.  ე. ასანიძე);

გ) შპს “თბილისის მეტროპოლიტენისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ  (მომხს. ს. შავგულიძე);

დ) შპს “მაგისტრისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ  (მომხს. ს. შავგულიძე);

ე) “უნივერსალური მომსახურების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მისაღებად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს.         კ. ყურაშვილი);

3.  დამტკიცდეს კომისიის N 42  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის    ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                         დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები