წვდომის მენიუ

შპს “ახტელსა ” და შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 433 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 14, 2005

მიღების თარიღი ივლისი 01, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ახტელმა“ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელთან“ დავის განხილვის მოთხოვნით.

            კომისიამ  2005 წლის 1 ივლისს  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის თანახმად მოსამზადებელ სხდომაზე განიხილა შპს „ახტელსა“ და შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ შორის არსებულ სადავო საკითხებთან დაკავშირებული  მოთხოვნები.

              მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ:

            შპს „ახტელის“  წარმომადგენელები: ნ.ჟღენტი და მ.კაპანაძე.

            შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორი დ.თუთბერიძე.

           

            მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტდა მხარეთა შორის არსებული შემდეგი სადავო საკითხები:

            შპს “ახტელის” მოთხოვნას წარმოადგენს - დაეკისროს შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ მხარეთა შორის 2002 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების ძირითადი თანხის 164,959,66 ლარის და პირგასამტეხლოს 33,498.09 ლარის გადახდა. ამასთან ერთად, შპს „ახტელი“ „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ“ დებულების შესაბამისად კომისიისგან ითხოვს წინასწარ წერილობით თანხმობას, რათა შეუწყვიტოს მომსახურება  შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაინიშნოს შპს „ახტელსა“ და შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ შორის დავის განხილვის დღე 2005 წლის 8 ივლისს 1600 საათზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                            დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები