წვდომის მენიუ

შპს „გიორგი 2005”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 434 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 13, 2005

მიღების თარიღი ივლისი 01, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს „გიორგი 2005”-მა (რეგისტრირებული ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 18 აპრილის N 01/04-2137 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 03, 30.05.05) თანდართული პროექტის შესაბამისად ქ. ბათუმში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი  სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს „გიორგი 2005” საქმიანობის საგანია ტაქსოპარკების ორგანიზება, ტვირთების გადაზიდვა და სხვა.  სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

   “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.     მიენიჭოს შპს „გიორგი 2005”-ს  158.050 მგჰც და 163.150 მგჰც სიხშირეები ქ. ბათუმში ოპერატიული  რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს „გიორგი 2005”-სთვის  მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „გიორგი 2005”-სთვის  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                          დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები