უკრაინის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 13, 2005
მიღების თარიღი ივლისი 01, 2005
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს თანხმობა რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის უკრაინის სახელმწიფო ცენტრს უკრაინის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის FEODOOSIA-0 – 29 TBK, SIMFEROPOL – 38 TBK, ALUSHTA – 43 TBK, FEODOOSIA-0 – 48 TBK, BOTANICHNE – 23 TBK, YALTA – 25 TBK, YALTA – 28 TBK, SEVASTOPOL-0 – 33 TBK, ALUSHTA – 21 TBK და BILOHIRSK – 28 TBK მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (№ 11.3-07/4122, 27.04.05; № 11.3-07/3819, 19.04.05. და № 11.3-07/3814, 19.04.05.) წერილების დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ კომისიის შესაბამის მონაცემთა ბაზაში (ზ. გონჯილაშვილი);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
