წვდომის მენიუ

ინდივიდუალური საწარმო “ალ. ჭეიშვილის” (სატელიტ სერვისი) გაფრთხილების თაობაზე

ნომერი: 444 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 08, 2005

მიღების თარიღი ივლისი 01, 2005

 

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე- 3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია „უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებთან“.

  კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურის (გ. რატიშვილი) 2005 წლის 24 მაისის შემოწმების აქტისა და 2005 წლის 8 ივნისის მოხსენებითი ბართის შესაბამისად ირკვევა, რომ ინდივიდუალური საწარმო “ალ. ჭეიშვილი” (სატელიტ სერვისი), რომელიც ფლობს №1317 ლიცენზიას (საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება), თავის საკაბელო ქსელში ახორციელებს არხების: “Fashion tv”, “RTL”, “Euronews”, “რიონი”-ს რეტრანსლირებას “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნათა დარღვევით. ინდივიდუალური საწარმო “ალ. ჭეიშვილს” (სატელიტ სერვისი)  კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი აღნიშნული არხების რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

    ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურმა ჩაატარა შემოწმება, შეადგინა შემოწმების აქტი. 

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ინდივიდუალური საწარმო ალ. ჭეიშვილის” (სატელიტ სერვისი) გაფრთხილების თაობაზე.

      კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურის შემოწმების აქტის საფუძველზე კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურმა (კ. ყურაშვილი) დაადასტურა ინდივიდუალური საწარმო “ალ. ჭეიშვილის” (სატელიტ სერვისი) მიერ “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქარველოს კანონის 51-ე და 58-ე  მუხლების მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი, რაც ითვალისწინებს ადმინისტრაციული წარმოებით სანქციის სახით გაფრთხილების დაკისრებას. 

         ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს  კანონის 71-ე  მუხლის  შესაბამისად, კომისიამ

 

ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გაფრთხილდეს ინდივიდუალური საწარმო“ალ. ჭეიშვილი” (სატელიტ სერვისი), რათა უზრუნველყოს მან მაუწყებლობის პროცესში “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნათა შესრულება. “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის შესაბამისად,  ინდივიდუალური საწარმო “ალ. ჭეიშვილს” (სატელიტ სერვისი) 1 წლის განმავლობაში ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დაეკისრება ჯარიმა მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარისა;

2. დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ინდივიდუალური საწარმო “ალ. ჭეიშვილმა” (სატელიტ სერვისი)  არხების: “Fashion tv”, “RTL”, “Euronews”, “რიონი”- ის არამართლზომიერი ტრანსლირება; 

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7 ) ექვსი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის  სამსახურს (გ. რატიშვილი).

 

      

 

                                                                                                                           

 

      

 

 

 

 

 

კომისიის თავმჯდომარე                                                         დ. ქიტოშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები