წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 45 სს „საქართველოს ელექტროკავშირისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 45 / 7

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2005

მიღების თარიღი იანვარი 21, 2005

სს „საქართველოს ელექტროკავშირისთვის„  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს ელქტროკავშირმა„ კომისიას მიმართა განცხადებებით (N 14-1/7/1/2/1-1, 06.01.05 და N 14-1-4, 20.01.05) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 64052002, 17.01.05 და N PNN2004063403, 14.12.04; N PNN2004063526, 16.12.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (რადიოსარელეო ხაზების საბაზო სადგურები) გამოყენებული უნდა იქნას შიდასაწარმოო  და ტექნოლოგიური დანიშნულებით.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა სს „საქართველოს ელექტროკავშირს„ შემოიტანოს საქართველოს  ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციებით (N 64052002, 17.01.05 და N PNN2004063403, 14.12.04; N PNN2004063526, 16.12.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს სს „საქართველოს ელქტროკავშირმა„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,   რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირული რესურსების  მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს  (ს. შავგულიძე).

კომისიის  თავმჯდომარე                                                               დ. ქიტოშვილი

                                

 
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები