წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 46 საქართველო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 5 დეკემბრის ? 600/10 გადაწყვეტილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

ნომერი: 46 / 22

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2005

მიღების თარიღი იანვარი 24, 2005

საქართველო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 5 დეკემბრის

№  600/10 გადაწყვეტილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ 2004 წლის 5 დეკემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება № 600/10 „რადიოსიხშირული  სპექტრის მონიტორინგის  სისტემისა და სპექტრში გამსხივებელი წყაროების საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმარების პროგრამული უზრუნველყოფის შესაძენად ტენდერის გამოცხადების შესახებ”, რომლის თანახმადაც გამოცხადდა ტენდერი რადიოსიხშირული  სპექტრის მონიტორინგის  სისტემისა და სპექტრში გამსხივებელი წყაროების საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმარების პროგრამული უზრუნველყოფის შესაძენად.

   ტენდერში მონაწილე პრეტენდენტთა შორის კონკურენტული გარემოს შექმნისა და შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2004 წლის 5 დეკემბერის №  600/10  გადაწყვეტილებაში და აღნიშნული გადაწყვეტილების მე-9 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სატენდერო საბჭოს სხომაზე იხსნება პრეტენდენტების მიერ ამ გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახურული კონვერტები. სატენდერო საბჭოს სხდომაზე ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს უფლება აქვთ მათ მიერ დახურულ კონვერტში წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების სანაცვლოდ შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, სატენდერო საბჭოს სხომაზე დააფიქსირონ ახალი სატენდერო წინადადებები შეფასების ნებისმიერ კრიტერიუმზე, რის შემდეგაც სატენდერო საბჭო აცხადებს სატენდერო წინადადების მაქსიმალურ ღირებულებას. თუ სატენდერო საბჭოს მიერ გამოცხადებული სატენდერო წინადადების მაქსიმალური ღირებულება უფრო დაბალი აღმოჩნდება პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ სატენდერო წინადადებაზე, პრეტენდენტენტებს ეძლევათ შესაძლებლობა დააფიქსირონ ხელახალი სატენდერო წინადადებები.”

2. აღნიშნული გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საბანკო გარანტია ან მოთხოვნის უზრუნველყოფის სხვა საშუალებები”.

3. აღნიშნული გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის ბ) ქვეპუნქტში სიტყვებს „მე-6 პუნქტის ბ) და გ)”-ს შემდეგ დაემატოს ქვეპუნქტი „დ”.

4. აღნიშნული გადაწყვეტილების მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სატენდერო საბჭო სხდომის გამართვიდან ოთხი კვირის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას”.

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნების ორგანიზება;

6. დაევალოს პრეს-მდივანს (ს. ბრიტანჩუკი) აღნიშნული გადაწყვეტილების საინფორმაციო უზრუნველყოფა;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის განმავლობაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის ადმინისტრაციას (ი. ლორია).

კომისიის თავმჯდომარე                                                                    დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები