საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის მე-3 კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 14, 2005
მიღების თარიღი ივლისი 01, 2005
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დამტკიცდეს კომისიის 2005 წლის მე-3 კვარტლის წარმოდგენილი სამუშაო გეგმა (თან ერთვის), კომისიის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით;
2. უზრუნველყონ კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულის უფროსებმა:
ა) წინამდებარე კომისიის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული გადაწყვეტილების პროექტების კომისიის სხდომებზე დამტკიცებულ ვადებში განსახილველად წარმოდგენა;
ბ) სამუშაო გეგმების მომზადებისას აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო მოთხოვნების უპირობო დაცვა.
3. სისტემატიურად წარედგინოს ინფორმაცია კომისიის თავმჯდომარეს დამტკიცებული სამუშაო გეგმის სტრუქტურული ერთეულების მიერ შესრულების მიმდინარეობის თაობაზე (ი. ხარებავა);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
