„ურთიერთჩართვის მომსახურების ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 6 ივნისის № 9 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 14, 2005
მიღების თარიღი ივლისი 01, 2005
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 11-ე მუხლის, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე და 120-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ურთიერთჩართვის მომსახურების ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 6 ივნისის № 9 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურსა (კ. ყურაშვილი) და სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
3. „ურთიერთჩართვის მომსახურების ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 6 ივნისის №9 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2005 წლის 29 ივლისს 12 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას 2005 წლის 5 აგვისტოს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7 ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
