შპს „მაგთიკომი“-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 14, 2005
მიღების თარიღი ივლისი 01, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2005 წლის 25 მაისის N 331/10 გადაწყვეტილებით ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე (838,365 მგჰც - 842,055 მგჰც და 883,365 მგჰც - 887,055 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში) ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კომერციულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „მაგთიკომი“.
კომისიის მიერ 2005 წლის 7 ივნისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N360/22, რომლითაც შპს „მაგთიკომს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის და 52-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდის წესი.
შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისაში წარმოდგენილია N360/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრული თანხების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლის მიხედვით შპს „მაგთიკომის“ მიერ 2005 წლის 24 ივნისს გადახდილია:
ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 10% ანუ 2,613,203.95 (ორი მილიონ ექვსას ცამეტი ათას ორას სამი ლარი და 95 თეთრი) ლარი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში;
ბ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 10%-ს (2,613,203.95 ლარი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10% (580,711.95 ლარი) ანუ 2,032,492.00 (ორი მილიონ ოცდათორმეტი ათას ოთხას ოთხმოცდათორმეტი) ლარი კომისიის ანგარიშზე;
გ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 10% ანუ 2,613,203.95 (ორი მილიონ ექვსას ცამეტი ათას ორას სამი ლარი და 95 თეთრი) ლარი უნივერსალური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით გახსნილ კომისიის სპეციალურ ანგარიშზე.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის და 52-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის N F 1 ლიცენზია შპს “მაგთიკომს” მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის 838,365 მგჰც - 842,055 მგჰც და 883,365 მგჰც - 887,055 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში;
2. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის - 18,292,427.65 (თვრამეტი მილიონ ორას ოთხმოცდათორმეტი ათას ოთხას ოცდაშვიდი ლარი და 65 თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
არასაგადასახადო შემოსავლების ერთიანი არასაგადასახადო (ვაკე-საბურთალო) ანგარიში - N200122900
საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107
სალიცენზიო მოსაკრებლის კოდი - N300043018
3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის - 18,292,427.65 (თვრამეტი მილიონ ორას ოთხმოცდათორმეტი ათას ოთხას ოცდაშვიდი ლარი და 65 თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
1 ,524,368.97 ლარი - 2005 წლის 25 ივლისამდე;
1 ,524,368.97 ლარი - 2005 წლის 25 აგვისტომდე;
1 ,524,368.97 ლარი - 2005 წლის 25 სექტემბრამდე;
1 ,524,368.97 ლარი - 2005 წლის 25 ოქტომბრამდე;
1 ,524,368.97 ლარი - 2005 წლის 25 ნოემბრამდე;
1 ,524,368.97 ლარი - 2005 წლის 25 დეკემბრამდე;
1 ,524,368.97 ლარი - 2006 წლის 25 იანვრამდე;
1 ,524,368.97 ლარი - 2006 წლის 25 თებერვლამდე;
1 ,524,368.97 ლარი - 2006 წლის 25 მარტამდე;
1 ,524,368.97 ლარი - 2006 წლის 25 აპრილამდე;
1 ,524,368.97 ლარი - 2006 წლის 25 მაისამდე;
1 ,524,368.97 ლარი - 2006 წლის 25 ივნისამდე.
4. უზრუნველყოს შპს „მაგთიკომმა“ :
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;
ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან სამი წლის განმავლობაში საქართველოს მთელი ტერიტორიის დაფარვა;
გ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებების (საკომუტაციო სადგური) IIF პორტებითა და შესაბამისი პროგრამული მართვით უზრუნველყოფა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
