წვდომის მენიუ

შპს „მაგისტრისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 476 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 13, 2005

მიღების თარიღი ივლისი 01, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს „მაგისტრმა”  (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთაოს რაიონის  სასამართლოს 2004 წლის 1 დეკემბრის  N 5/4-4126 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 27, 06.06.05) თანდართული პროექტის შესაბამისად ქ. თბილისში  დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი  სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს „მაგისტრის” საქმიანობის საგანია დაცვითი სამსახურების ორგანიზება და სხვა.  სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.     მიენიჭოს შპს “მაგისტრს”  407.325 მგჰც და 412.425 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული  რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს “მაგისტრისთვის”  მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.    საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “მაგისტრისთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                          დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები