„უნივერსალური მომსახურების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მისაღებად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 14, 2005
მიღების თარიღი ივლისი 01, 2005
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე, 116-ე და 120-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “უნივერსალური მომსახურების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;
2. დაევალოს კომისიის აპარატის უნივერსალური მომსახურების (მ. ოქრუაშვილი) სამსახურს საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნება და განმარტებითი ბარათის მომზადება, ხოლო სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
3. „უნივერსალური მომსახურების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2005 წლის 22 ივლისს 12 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას 2005 წლის 5 აგვისტოს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7 ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
