წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2005 წლის N 43 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 478 / 17

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 28, 2005

მიღების თარიღი ივლისი 08, 2005

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2005 წლის 08 ივლისის N 43 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს კომისიის N43 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 საკითხი (შპს “მაგთიკომსა” და შპს “ახტელს” შორის დავის განხილვის შესახებ)  კომისიის 15 ივნისის N45 სხდომის დღის წესრიგის პროექტში);

2. წარმოდგენილ კომისიის N 43 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს     5  (ხუთი) საკითხი:

ა) შპს  “TESACO”-ს განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე );

ბ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. ი. ლორია);

გ) შპს “მულტიტელეკომის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);

დ) მოქალაქე ა. დილოიანის განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი);

ე) მოქალაქე ე. ლომსაძის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ (მომხს.  კ. ყურაშვილი);

3.  დამტკიცდეს კომისიის N 43  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის    ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                       დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები