წვდომის მენიუ

შპს “ახტელსა ” და შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ შორის დავის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 479 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 28, 2005

მიღების თარიღი ივლისი 08, 2005

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“) შპს „ახტელის მოთხოვნის საფუძველზე 2005 წლის 1 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება „შპს “ახტელსა” და შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ“, რომლის მიხედვით მხარეთა შორის დავის განხილვის დღედ დაინიშნა 2005 წლის 8 ივლისი.

            2005 წლის 8 ივლისს კომისიის სხდომას ესწრებოდნენ:

            შპს „ახტელის“  წარმომადგენლი: ნ.ჟღენტი;

            შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორი დ.თუთბერიძე.

კომისიის სხდომაზე მხარეთა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ შორის არსებულ ყველა სადავო საკითხზე, რომელიც განიხილებოდა კომისიის მონაწილეობით, მიღწეულია შეთანხმება და წარმოადგინეს ხელმოწერილი მორიგების ხელშეკრულება შპს „ახტელს“, შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ შორის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  ცნობად იქნას მიღებული შპს „ახტელს“, შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ შორის მორიგების ხელშეკრულების გაფორმება;

2. შეწყდეს შპს “ახტელსა ” და შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ შორის არსებული დავის საქმის წარმოება;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე:                                                            დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები