წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 48 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის N 7 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 48 / 17

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 28, 2005

მიღების თარიღი იანვარი 28, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2005 წლის N 7 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2005 წლის           28 იანვრის N7 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს კომისიის N 7 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-4 (შპს „ტელევიზია კახეთის” N1352 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ) საკითხი მ/წლის 4 თებერვალს კომისიის N 8 სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2. წარმოდგენილ კომისიის N 7 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს         8  (რვა) საკითხი:

ა) შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფი„-სათვის საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. დ. ქუთათელაძე);

ბ) ი/ს ,,კონსტანტინე ასათიანი„-სთვის საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. დ. ქუთათელაძე);

გ) შპს „აჭარის ელექტროკავშირი„-სთვის ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე და ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურებაზე  ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს.        დ. ქუთათელაძე);

დ) უნივერსალური მომსახურების სამსახურის ეკონომისტის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ (მომხს. ა. ნაკაშიძე);

ე) სს „საქართველოს ელეტროკავშირი„-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს.  ს. შავგულიძე);

ვ) შპს „იბერიატელი„-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ზ) ეუთოს მისიისთვის საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

თ) შპს „ORIENT LOGIC”-ისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

3.  დამტკიცდეს კომისიის N 7  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის    ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                              დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები