შპს ტელეკომპანია „კავკასიისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 28, 2005
მიღების თარიღი ივლისი 08, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია „კავკასიამ“ (რეგისტრირებული ქ.თბილისის მთაწმინდის რ-ნის სასამართლოს 1996 წლის 9 სექტემბრის N 4/4-722 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 961/937,10.06.05) ქ. თბილისში რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების თაობაზე. შპს ტელეკომპანია „კავკასია“ ლიცენზიის (N 980, 17.06.2013) პირობების შესაბამისად ქ. თბილისში აწარმოებს ტელემაუწყებლობას 28-ე დეციმეტრულ არხზე 5 კვტ-ის სიმძლავრის სატელევიზიო გადამცემის გამოყენებით .
სიხშირეები განსაზღვრულია სატელევიზიო რადიოსარელეო კავშირისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
“მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ტელეკომპანია „კავკასიას“ 3562.5 მგჰც სიხშირე გატარების ზოლით ± 14 მგჰც, 3828.5 მგჰც გატარების ზოლით ± 14 მგჰც და 11525.0 მგჰც სიხშირე გატარების ზოლით ± 14 მგჰც, ქ. თბილისში რადიოსარელეო კავშირისთვის (სტუდია - სატელევიზიო ანძა – სტუდია) შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით N 980 ლიცენზიის მოქმედების ვადით (17.06.2013);
2. აღირიცხოს შპს ტელეკომპანია „კავკასიისთვის“ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ტელეკომპანია „კავკასიისთვის“ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილ
