სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 28, 2005
მიღების თარიღი ივლისი 08, 2005
სიხშირული ზოლები გათვალისწინებულია, საქართველოს ტერიტორიაზე სახმელეთო სადგურებსა და საფრენ აპარატს შორის რადიოკავშირისა და ტელემეტრიული ინფორმაციის ურთიერთგაცვლისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენს“ სიხშირული ზოლები: 4500 მგჰც – 4512.5 მგჰც მიმართულებისთვის მიწა-ჰაერი; 4850 მგჰც – 4860 მგჰც მიმართულებისთვის ჰაერი - მიწა და 441.575 მგჰც – 441.900 მგჰც სახმელეთო კავშირისთვის;
2. აღირიცხოს სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენისთვის“ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენისთვის“ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
