წვდომის მენიუ

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირის გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 483 / 14

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 28, 2005

მიღების თარიღი ივლისი 08, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა    რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილები (№ UMS-50/0764; 26.04.05) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის ფედერაციის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის TEMRYUK KRAS – 70.22 MHz (Mod), TYRNYAUZ KAB-BAL – 71.51 MHz, VERKHNII BAKSAN KAB-BAL – 72.50 MHz, GERPEGEZH KAB-BAL – 72.50 MHz, KARA-CU KAB-BAL – 72.50 MHz, OTRADNAYA KRAS – 72.98 MHz და ANAPA KRAS – 104.5 MHz მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ.

      წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ფიქსირებული სამსახურის სადგურები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ფიქსირებულ სამსახურის სადგურებისთვის.

      “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის ფედერაციის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის TEMRYUK KRAS – 70.22 MHz (Mod), TYRNYAUZ KAB-BAL – 71.51 MHz, VERKHNII BAKSAN KAB-BAL – 72.50 MHz, GERPEGEZH KAB-BAL – 72.50 MHz, KARA-CU KAB-BAL – 72.50 MHz, OTRADNAYA KRAS – 72.98 MHz და ANAPA KRAS – 104.5 MHz მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (№ UMS-50/0764, 26.04.05. წერილის დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურის შესახებ კომისიის შესაბამის მონაცემთა ბაზაში (თ. ძაგნიძე);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ.  7ა) 6 თვის ვადაში;  

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვის და სტანდარტიზაციის  სამსახურს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები