რუსეთის ფედერაციის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 28, 2005
მიღების თარიღი ივლისი 08, 2005
თანდართული ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სათანამგზავრო სამსახურის სადგურები არ ქმნის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ფიქსირებული და სათანამგზავრო სამსახურების სადგურებისთვის.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამგადაწყვიტა:
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სამსახურის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის NOVO0MIHAYL/LINKSTAR, MOSTOVSKOY/LINKSTAR, LABINSK/ LINKSTAR, NALCHIK/LINKSTAR (რომლებიც იგეგმება EXPRESS-5 სათანამგზავრო ქსელში) და GROZNY/DW6000 (რომელიც იგეგმება EXPRESS-7 სათანამგზავრო ქსელში) მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (№ UMS-50/0783 და № UMS-50/0078, 26.04.05 წერილების დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარდგენილი სადგურების შესახებ შესაბამის მონაცემთა ბაზაში (თ. ძაგნიძე);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
