წვდომის მენიუ

შპს „TESACO“- ს განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 486 / 12

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 28, 2005

მიღების თარიღი ივლისი 08, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ შპს „TESACO“-მ კომისიას მიმართა განცხადებებით (N 08/01, 02.06.05 და N14/01, 08.06.05 )  თბილისი – დუშეთი – ყაზბეგის მონაკვეთზე 6 - 8 გგჰც სიხშირეთა დიაპაზონში რადიოსარელეო ხაზის საპროექტო სამუშაოს შესასრულებლად წინასწარ, ელექტრომაგნიტურად თავსებადი სიხშირეების შერჩევისა და მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს. ამავე წესების მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის  თანახმად, კომისიამ განმცხადებელს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენისათვის განუსაზღვრა ორი კვირის ვადა.

კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ საპროექტო სამუშაოს შესასრულებლად საორიენტაციო სიხშირული ზოლის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიუხედავად,  მითითებულ  ვადაში განმცხადებელს დამატებითი ინფორმაცია არ წარმოუდგენია.

          საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.    განუხილველად იქნას დატოვებული შპს „TESACO“-ს განცხადებები (N 08/01, 02.06.05 და N14/01, 08.06.05 ),  სიხშირეების მინიჭების შესახებ;

2.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

3.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს   (ს. შავგულიძე). 

    კომისიის თავმჯდომარე                                                                      დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები