საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 28, 2005
მიღების თარიღი ივლისი 08, 2005
“კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, აგრეთვე კომისის დებულების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტისა შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიღებულ იქნეს ცნობად კომისიის აპარატის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ი. ლორიას ინფორმაცია კომისიის საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ;
2. შეტანილ იქნეს ცვლილებები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 25 მარტის კომისიის N 184/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის საშტატო განრიგში და დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (დანართი 1);
3. კომისიის აპარატის ფინანსურმა სამსახურმა (ი. აბულაძე) აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით მოახდინოს ხელფასების გადაანგარიშება მ/წლის 25 მარტიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
