მოქალაქე არკადი დილოიანის განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 28, 2005
მიღების თარიღი ივლისი 08, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2005 წლის 3 ივლისს კომისიას განცხადებით მიმართა მოქალაქე არკადი დილოიანმა, მცხოვრები ქ. თბილისი, დიღმის მასივი მე-4 კვ., მე-7 კორპუსი, ბინა 13, სააბონენტო ნომერი – 52 19 30, რომელიც ასაჩივრებს შპს „საქართველოს ტელეკომის“ ანგარიშს 355 ლარის ოდენობით, გაერთიანებულ სამეფოში 2003 წლის 9 ივლისს განხორციელებული სატელეფონო ზარისათვის.
კომისიასთან არსებულმა მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა შეისწავლა განცხადების შინაარსი და დაადგინა შემდეგი გარემოებები:
1. განცხადება შემოტანილია უფლებამოსილი და ქმედუნარიანი პირის - სააბონენტო ნომრის 52 19 30 მფლობელის - ა. დილოიანის მიერ.
2. განცხადებაში მოპასუხედ განსაზღვრულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ლიცენზირებული (ავტორიზებული) პირი – შპს „საქართველოს ტელეკომი“;
3. არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;
4. სასამართლო წარმოებაში არ არის საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
კომისიამ იხელმძღვანელა საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ინფორმაციით და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-151 მუხლის შესაბამისად,
გადაწყვიტა:
1. მიღებულ იქნას წარმოებაში მოქალაქე ა. დილოიანის განცხადება;
2. უზრუნველყოს კომისიასთან არსებულმა მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა (რ. შავიშვილი) განცხადების მარტივი ადმინისტრაციული წესით წარმოება;
3. უზრუნველყოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციამ (ნ. ჯანელიძე) ამ გადაწყვეტილების გაგზავნა მოქალაქე ა. დილოიანისათვის და შპს „საქართველოს ტელეკომისათვის“;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში მისამართი: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზირი 7ა , 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს (რ. შავიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
