წვდომის მენიუ

მოქალაქე ემზარ ლომსაძის განცადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: 490 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 28, 2005

მიღების თარიღი ივლისი 08, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2005 წლის 4 ივლისს  კომისიას განცხადებით მიმართა მოქალაქე  ემზარ ლომსაძემ, მცხოვრები ქ. თბილისი, გლდანის მასივი მე-7 მკ/რაიონი, მე-18 კორპუსი, ბინა 55, რომელიც ასაჩივრებს სააბონენტო ნომერ 57-68-41-ზე  შპს „საქართველოს ტელეკომის“ მიერ გვინეა ბისაუში საერთაშორისო ზარის განხორციელებისათვის დარიცხულ  105 ლარისა და 60 თეთრის ანგარიშს.

კომისიასთან არსებულმა მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა შეისწავლა განცხადების  შინაარსი და დაადგინა, რომ განცხადება შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის – მოქალაქე  ე. ლომსაძის მიერ, რომელიც არ არის სატელეფონო ნომერის 57-68-41 მფლობელი. აღნიშნული განცხადებით კომისიისათვის უნდა მოემართა ამ ნომრის მფლობელს, მოქალაქე მ. გოგილაშვილს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

კომისიამ იხელმძღვანელა საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ინფორმაციით და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  63-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

გადაწყვიტა:

1.    უარი ეთქვას მოქალაქე ე. ლომსაძეს განცხადების  წარმოებაში მიღებაზე;

2.  უზრუნველყოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციამ (ნ. ჯანელიძე) ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გაგზავნა მოქალაქე ე. ლომსაძისათვის;

3.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში მისამართი: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზირი 7ა,   6 თვის ვადაში.

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                     დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები