წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 6 მაისის N 291 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 492 / 10

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 28, 2005

მიღების თარიღი ივლისი 15, 2005

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“) 2005 წლის 6 მაისს მიიღო გადაწყვეტილება N291  “კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ.“

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე კომისიის 2005 წლის 17 ივნისის N413 გადაწყვეტილებით ცვლილებები და დამატებები იქნა შეტანილი 2005 წლის 6 მაისის N291 გადაწყვეტილებაში.

კონკურსის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2005 წლის 15 ივლისის 13:00 საათი.

განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინა შპს „მაგთიკომმა“, რომელმაც კონკურსის პირობების შესაბამისად წარმოადგინა სალიცენზიო მოსაკრებლის (3,000.00 ლარი) და სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის (3,000.00) ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.

2005 წლის 15 ივლისს კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ კონკურსი უნდა გამოცხადდეს ჩაშლილად, და შპს „მაგთიკომს“ უნდა დაუბრუნდეს კომისიის ანგარიშზე ბეს სახით გადახდილი თანხა 3, 000.00 (სამი ათასი) ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ

 

გადაწყვიტა:

 

1. კომისიის 2005 წლის 6 მაისის N 291 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსი გამოცხადდეს ჩაშლილად;  

2. დაევალოს კომისიის აპარატის ფინანსურ სამსახურს (ი.აბულაძე) შპს „მაგთიკომისთვის“ კომისიის ანგარიშზე ბეს სახით გადახდილი თანხის - 3, 000.00 (სამი ათასი) ლარის დაბრუნების უზრუნველყოფა;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

 

 

 

            კომისიის თავმჯდომარე                                                დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები