წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2005 წლის N 46 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 493 / 17

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 29, 2005

მიღების თარიღი ივლისი 15, 2005

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2005 წლის 15 ივნისის N 46 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1.   გადატანილ იქნეს კომისიის N46  სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-4 (შპს   “ტელერადიოკომპანია ქუთაისის” გაფრთხილების შესახებ), მე-5 (შპს “ტელერადიოკომპანია თვალის” გაფრთხილების თაობაზე), მე-8 (შპს “ახმეტა ტვ 1”-ის გაფრთხილების თაობაზე) და მე-10 (შპს “მაგთიკომსა” და შპს “ახტელს” შორის დავის განხილვის შესახებ) საკითხები კომისიის მ/წლის 22 ივლისის N47 სხდომის დღის წესრიგის პროექტში);

2. წარმოდგენილ კომისიის N 46 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს     1 (ერთი) საკითხი:

ა) შპს “აჭარის ელექტროკავშირისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);

3.  დამტკიცდეს კომისიის N 46  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის    ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                       დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები