ინდივიდუალური მეწარმე თამაზ მჭედლიშვილის ინდივიდუალური საწარმო „ტვ აფრიკა“-ს N1424 ლიცენზიის გაუქმების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 29, 2005
მიღების თარიღი ივლისი 15, 2005
ი/მ თამაზ მჭედლიშვილის ინდივიდუალური საწარმო „ტვ აფრიკა“ N1424 ლიცენზიის გაუქმების საკითხის საჯარო მოსმენა გაიმართა 2005 წლის 8 ივლისს.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის და 74-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამგადაწყვიტა:
1. გაუქმდეს ინდივიდუალური მეწარმე თამაზ მჭედლიშვილის ინდივიდუალური საწარმო „ტვ აფრიკა“-ს N1424 ლიცენზია;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
