შპს პიროვნებისა და საკუთრების დაცვის ცენტრი „იმედისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 29, 2005
მიღების თარიღი ივლისი 15, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს პიროვნებისა და საკუთრების დაცვის ცენტრი „იმედმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 12 აპრილის N 2/4-4452 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისის ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. შპს პიროვნებისა და საკუთრების დაცვის ცენტრი „იმედის” საქმიანობის საგანია დაცვითი სამსახურების ორგანიზება, საკუთრების, პიროვნებისა და სხვა დანიშნულების ობიექტების დაცვა. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს პიროვნებისა და საკუთრების დაცვის ცენტრ „იმედს” 409.275 მგჰც და415.375 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით და გაუქმდეს 441.425 მგჰც, 447.525 მგჰც სიხშირეების მინიჭება;
2. აღირიცხოს შპს პიროვნებისა და საკუთრების დაცვის ცენტრი „იმედისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს პიროვნებისა და საკუთრების დაცვის ცენტრი „იმედისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
