გადაწყვეტილება N 50 შპს ,,საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის ცენტრის” ¹1261 ლიცენზიის გაუქმების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 28, 2005
მიღების თარიღი იანვარი 28, 2005
შპს ,,საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის ცენტრის” N1261 ლიცენზიის გაუქმების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას 2004 წლის 21 დეკემბერს განცხადებით (21.12.2004. N7/475-04) მიმართა შპს ,,საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის ცენტრმა” კომპანიის კუთვნილი N1261 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით, რომელიც ითვალისწინებს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებას. ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების მიზნით კომპანიას გამოყოფილი აქვს ნუმერაციის რესურსი „07”.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2005 წლის 21 იანვარს კომისიაში ჩატარდა საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა სადაც აღინიშნა, რომ ლიცენზიის გაუქმების შესახებ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ბ„ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გაუქმდეს შპს ,,საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის ცენტრის” N1261 ლიცენზია ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს შპს ,,საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის ცენტრს” გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე)
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
