ვიეტნამის ტერიტორიაზე არსებული საზღვაო სანაოსნო სამსახურის სადგურისთვის მინიჭებული სიხშირის გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 29, 2005
მიღების თარიღი ივლისი 15, 2005
ვიეტნამის რადიოსიხშირეთა დირექტორატის მიერ კოორდინაციაზე წარდგენილი სიხშირე 13 159.4 კჰც (შესაბამისი არხის ნომერი N 1228) ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის დამატება AP 25-ის შესაბამისად მინიჭებულია საქართველოზე და ამავე რეგლამენტის პუნქტი RR 25/1.6 ექვემდებარება კოორდინაციის ჩატარებას. აღნიშნული არხი გამოყენებული იქნება სანაპირო რადიოსადგურსა და საზღვაო ხომალდებს შორის დუპლექსური რადიოკავშირის (რადიოტელეფონია) განსახორციელებლად.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვაო სანაოსნოს მიერ AP 25 გეგმით მინიჭებული 1228 არხი რადიოტელეფონიისთვის არ გამოიყენება.
წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, ვიეტნამის რადიოსიხშირეთა დირექტორატის მიერ კოორდინაციაზე წარდგენილი საზღვაო სანაოსნო სამსახურის სანაპირო სადგურები (მინიჭებული არხის გამოყენებით) არ წარმოქმნის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი საზღვაო სანაოსნო და ფიქსირებული სამსახურის სადგურებისთვის.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს თანხმობა ვიეტნამის რადიოსიხშირეთა დირექტორატს ვიეტნამის ტერიტორიაზე არსებული საზღვაო სანაოსნო სამსახურის სადგურების გამოყენებაზე (№№ 720/CTS-QH; 29.04.05.) წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ შესაბამის მონაცემთა ბაზაში (თ. ძაგნიძე);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
