საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 29, 2005
მიღების თარიღი ივლისი 15, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ კომისიას მიმართა განცხადებებით საზღვაო ხომალდებისთვის წარმოდგენილი “რადიოსადგურის ანკეტის” გათვალისწინებით რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საზღვაო ხომალდებს (“SKIPPER ALI”, “CHELSEA-3” და “WHITONIA”) ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის ნიშნები:
|
N |
ნებარ- თვის N |
ხომალდის მფლობელი |
ხომალდის დასახელება |
სახმობი |
MMSI N |
Selective call |
|
1 |
0640 |
Ahmad & Riadmar S.A. |
“SKIPPER ALI” |
4LAT |
213 043 000 |
- |
|
2 |
0643 |
Sea Clever Shipping S.A. |
“CHELSEA-3” |
4LHP |
213 017 000 |
69 383 |
|
3 |
0644 |
Goodwell Alliance Ltd. |
“WHITONIA” |
4LJJ |
213 019 000 |
- |
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
