რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 29, 2005
მიღების თარიღი ივლისი 15, 2005
წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სატელევიზიო გადამცემი სადგურები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი სატელევიზიო სადგურებისთვის.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის TERSKOL KAB BALK – 9 TBK (MOD), KASAVURT DAG – 25 TBK, GORIACHIY KLIUCH KRAS – 10 TBK (MOD), MOZDOK S-O – 7 TBK (MOD), MOZDOK S-O – 10 TBK (MOD) და NEFTEKUMSK STAV – 34 TBK მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (N UMS-50/0615; N UMS-50/0647; N UMS-50/0665 და N UMS-50/0664, 13.04.05. წერილების დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ კომისიის შესაბამის მონაცემთა ბაზაში (ზ. გონჯილაშვილი);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
