უკრაინის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 29, 2005
მიღების თარიღი ივლისი 15, 2005
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს თანხმობა რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის უკრაინის სახელმწიფო ცენტრს უკრაინის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის FEODOSIA - 21 TBK (ADD), ZAVODSKE – 23 TBK (ADD), MARIUPOL – 25 TBK (ADD), SYMFEROPOL – 27 TBK (ADD), YALTA-0 – 21 TBK (ADD), PARKOVE – 23 TBK (ADD), SUDAK – 27 TBK (ADD), ALUSHTA – 48 TBK (ADD), ALUSHTA – 33 TBK (ADD) და PARTENIT – 40 TBK (ADD) მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (N 11.3-07/4017; N 11.3-07/4025, 25.04.05 და N 11.3-07/44871, 18.05.05. წერილების დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ შესაბამის მონაცემთა ბაზაში (ზ. გონჯილაშვილი);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
