გადაწყვეტილება N 51 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 7 ოქტომბრის N 526/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 28, 2005
მიღების თარიღი იანვარი 28, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 7 ოქტომბრის N 526/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, მაუწყებლობის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის და კომისის დებულების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 7 ოქტომბრის 526/22 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი რედაქციის ცვლილებები:
ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და მისი აპარატის საშტატო ნუსხით (დანართი 1) გათვალისწინებული ტექნიკური მდივნის ხელფასის განაკვეთი განისაზღვროს 800 ლარით;
ბ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და მისი აპარატის საშტატო ნუსხით (დანართი 1) გათვალისწინებული მძღოლის ხელფასის განაკვეთი განისაზღვროს 700 ლარით;
გ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და მისი აპარატის საშტატო ნუსხით (დანართი 1) გათვალისწინებული მექანიკოსის ხელფასის განაკვეთი განისაზღვროს 400 ლარით;
დ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და მისი აპარატის საშტატო ნუსხით (დანართი 1) გათვალისწინებული კავშირგაბმულობის სპეციალისტის ხელფასის განაკვეთი განისაზღვროს 300 ლარით;
ე) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და მისი აპარატის საშტატო ნუსხით (დანართი 1) გათვალისწინებული დამლაგებლის ხელფასის განაკვეთი განისაზღვროს 300 ლარით;
2. საშტატო ნუსხას დაემატოს კომისიის აპარატის სტრატეგიული დაგეგმარებისა და სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურებს წამყვანი სპეციალისტის თითო საშტატო ერთეული, ხოლო სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს სპეციალისტის ერთი საშტატო ერთეული;
3. ზემოაღნიშნული ცვლილებების შესაბამისად გადაანგარიშდეს სარგოთა საერთო ჯამი;
4. აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტში მითითებული ცვლილებები განხორციელდეს 2005 წლის 1 თებერვლიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ლორია).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
