წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2005 წლის N 47 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 511 / 17

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2005

მიღების თარიღი ივლისი 22, 2005

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2005 წლის 22 ივლისის N 47 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1.   წარმოდგენილ კომისიის N 47 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს     4 (ოთხი) საკითხი:

ა) შპს “საქაერონავიგაციისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე);

ბ) შპს “ტესაკოსთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე);

გ) კერძო სპეციალიზებულ (გასართობი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);

დ) კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);

2.  დამტკიცდეს კომისიის N 47  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში (ქ. თბილისი,  სარაჯიშვილის ქ. N1 ა)  ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის    ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                         დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები