წვდომის მენიუ

შპს “ნიუკომი”-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 512 / 1

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2005

მიღების თარიღი ივლისი 22, 2005

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „ნიუკომმა“ (რეგისტრირებული ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოს  2005 წლის 21 აპრილის N 5/4-4407 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (29.06.2005წ.), ინტერნეტისთვის სამნიშნა ან ოთხნიშნა ნუმერაციით სარგებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ.

კომისია აღნიშანავს, რომ შპს “ნიუკომმა” 2005 წლის 28 ივნისს შეავსო ავტორიზაციის დეკლარაცია, რომელშიც მომსახურების სახედ განსაზღვრულია: ა) ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელით უზრუნველყოფა; ბ) ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება; გ) საქალაქთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება;  დ) საერთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება; ე) ინტერნეტის ქსელით უზრუნველყოფა; ვ) ინტერნეტ მომსახურების მიწოდება და გაიარა ავტორიზაცია კომისიაში. კომისიას შესაძლებლად მიაჩნია შპს „ნიუკომს“ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდებისთვის გამოეყოს თავისუფალი ნუმერაციის რესურსი 8-0-5-7 (რვა-ნული-ხუთი-შვიდი) 10 წლის ვადით საქართველოს ტერიტორიაზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  48-ე მუხლის მეორე პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტების და 50-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს ნუმერაციის რესურსით 8-0-5-7 (რვა-ნული-ხუთი-შვიდი) სარგებლობის ლიცენზია N N 3  შპს “ნიუკომს” საქართველოს ტერიტორიაზე 10 წლის ვადით;

2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში, შპს “ნიუკომი”  ვალდებულია, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს  (ე. ასანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის   მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის  თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                        დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები