წვდომის მენიუ

შ.პ.ს. “აითი კონსალტინგი”-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 513 / 1

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2005

მიღების თარიღი ივლისი 22, 2005

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „აითი კონსალტინგმა“ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 4 ივლისის N 5/4-3616  დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (13.05.2005წ.), საქართველოს ერთიანი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებისთვის ნუმერაციის რესურსის გამოყოფის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „აითი კონსალტინგმა“ 2005 წლის 13 ივლისს შეავსო ავტორიზაციის დეკლარაცია, რომელშიც მომსახურების სახედ განსაზღვრულია:  ა) ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელით უზრუნველყოფა; ბ) ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება და გაიარა ავტორიზაცია კომისიაში. კომისიას შესაძლებლად მიაჩნია შპს „აითი კონსალტინგს“ ზემოაღნიშნული მომსახურების განსახორციელებლად გამოეყოს თავისუფალი ნუმერაციის რესურსი 0-8 (ნული-რვა) 10 წლის ვადით საქართველოს ტერიტორიაზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  48-ე მუხლის მეორე პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტების და 50-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

 გადაწყვიტა:

1. მიეცეს 0-8 (ნული-რვა)  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია N N 4  შპს „აითი კონსალტინგს“  საქართველოს ტერიტორიაზე 10 წლის ვადით;

2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში, შპს “აითი კონსალტინგი“ ვალდებულია, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს   (ე. ასანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს  კანონის 34-ე მუხლის   მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის  თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                        დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები