წვდომის მენიუ

შპს “ახმეტა ტვ 1”-ის გაფრთხილების თაობაზე

ნომერი: 519 / 22

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2005

მიღების თარიღი ივლისი 22, 2005

 

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე- 3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობებლებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“.

        კომისიის აპარატის ფინანსური სამსახურის (ი. აბულაძე) 2005 წლის 1 ივლისის სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად ირკვევა, რომ შპს “ახმეტა ტვ1”-ს, რომელიც ფლობს № 1140 ლიცენზიას (საეთერო ტელერადიომაუწყებლობა, მოქმედების ვადა  - 25.08.1999-31.12.2011 წლები) 2005 წლის 29 ივნისის მდგომარეობით მთლიანობაში ერიცხება სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება 462.09 (ოთხას სამოცდაორი ლარი და 09 თეთრი) ლარის ოდენობით, საიდანაც 308.06 (სამას რვა ლარი და 06 თეთრი) ლარი უნდა დაეფარა 2004 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო 154.03 (ას ორმოცდათოთხმეტი ლარი და 03 თეთრი) ლარი 2005 წლის 1 თებერვლამდე. კომპანიას აგრეთვე არ აქვს წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებები 2004 წლის აგვისტოს თვიდან.

        ზემოაღნიშნული ქმედებით კომპანია არღვევს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს.

      კომისიის აპარატის ფინანსური სამსახურის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე  სამართლებრივ საკითხთა სამსახურმა (კ. ყურაშვილი) დაადასტურა შპს “ახმეტა ტვ 1”-ის მიერ კანონდარღვევის ჩადენის ფაქტი, რაც ითვალისწინებს ადმინისტრაციული წარმოებით სანქციის სახით გაფრთხილების დაკისრებას. 

     კომისიის აპარატის ფინანსური სამსახურის განმეორებითი სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად გამოირკვა, რომ კომპანიას 2005 წლის 5 ივლისის მდგომარეობით არ ერიცხება დავალიანება, თუმცა წარმოუდგენელი რჩება რეგულირების საფასურის გაანგარიშებები.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს  კანონის 71-ე  მუხლის,  შესაბამისად, კომისიამ

 

ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გაფრთხილდეს შპს “ახმეტა ტვ 1”, რათა აღმოფხვრას არსებული დარღვევა 2005 წლის 12 აგვისტომდე და უზრუნველყოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნათა შესრულება. “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის შესაბამისად,  შპს “ახმეტა ტვ 1”-ს 1 წლის განმავლობაში ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დაეკისრება ჯარიმა მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარისა;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ №1ა ) ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ფინანსურ სამსახურს (ი. აბულაძე).

 

 

 

 

კომისიის თავმჯდომარე                                              დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები