წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 52 შპს “საქტელკომპლუსის” ? 878 და ? 1307 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 52 / 3

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 28, 2005

მიღების თარიღი იანვარი 28, 2005

შპს „საქტელკომპლუსის” № 878 და № 1307  ლიცენზიების  მოქმედების შეჩერების  თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება„. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია „დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები„.

      კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მთავარი ბუღალტერის (ი. აბულაძე) სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად ირკვევა, რომ შპს „საქტელკომპლუსს”, რომელიც ფლობს № 878 ლიცენზიას  (საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით, მოქმედების ვადით 2009 წლის 23 თებერვლამდე) და  № 1307 ლიცენზიას (მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურება, მოქმედების ვადა – 2012 წლის 22 მარტამდე) 2005 წლის 21 იანვრის მდგომარეობით გააჩნდა რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანება 7,137.71 ლარი.  

       კომისია აღნიშნავს, რომ  შპს „საქტელკომპლუსს” დარღვეული ჰქონდა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი,  „რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის და გადახდის წესის შესახებ” დებულების პირველი და მე-5 მუხლები, რაც „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის  ა) და გ) პუნქტების თანახმად, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საფუძველია.

    კომისიის აპარატის მთავარი ბუღალტერის (ი. აბულაძე) განმეორებითი  სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად (2005 წლის 3 თებერვალი) ირკვევა, რომ შპს „საქტელკომპლუსმა” აღმოფხრა ის დარღევევა, რაც გახდა საფუძველი კომისიაში მისი კუთვნილი ლიცენზიების შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა, კერძოდ, კომპანიას რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანება აღარ გააჩნია.

         აღნიშნულიდან გამომდინარე, აღარ არსებობს ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული  ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საფუძველი, ვინაიდან ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ხდება დარღვევების აღმოფხვრამდე.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ

ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შეწყდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „საქტელკომპლუსის” № 878 და № 1307  ლიცენზიების  მოქმედების შეჩერების  თაობაზე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნების ორგანიზება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (მ.ქადეიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს „საქტელკომპლუსისათვის”;   

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7 ) ექვსი თვის ვადაში.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს  (კ. ყურაშვილი).

     კომისიის თავმჯდომარე                                            დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები