წვდომის მენიუ

შპს „მაგთიკომსა“ და შპს “ახტელს ” შორის დავის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 520 / 16

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2005

მიღების თარიღი ივლისი 22, 2005

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“) შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნის საფუძველზე 2005 წლის 3 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება “შპს „მაგთიკომსა“ და „შპს “ახტელს”  შორის სადავო საკითხების განხილვის დღის დანიშვნის შესახებ“, რომლის მიხედვით მხარეთა შორის დავის განხილვის დღედ დაინიშნა 2005 წლის 17 ივნისი. დავის განხილვა მხარეთა მოთხოვნით რამდენჯერმე გადაიდო.

            2005 წლის 22 ივლისს შპს „მაგთიკომსა“ და „შპს “ახტელს”  შორის სადავო საკითხების განხილვისას კომისიის სხდომას ესწრებოდნენ:

            შპს „ახტელის“  წარმომადგენლ - ნ.ჟღენტი;

            შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი - ა.ზოდელავა.

კომისიის სხდომაზე მხარეთა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ შორის არსებულ ყველა სადავო საკითხზე, რომელიც განიხილებოდა კომისიის მონაწილეობით, მიღწეულია შეთანხმება. შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შპს „მაგთიკომი“ უარს ამბობს განცხადებაზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

 

გადაწყვიტა:

 

1. შეწყდეს შპს „მაგთიკომსა“ და შპს “ახტელს ” შორის არსებული დავის საქმის წარმოება;

    2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                           დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები