წვდომის მენიუ

კომისიაში შემოსულ კორესპონდენციაზე და კომისიის წევრების დავალებებზე 2005 წლის მეორე კვარტალში კომისიის აპარატში გაწეული საქმიანობის შესახებ

ნომერი: 521 / 21

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2005

მიღების თარიღი ივლისი 22, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2005 წლის მეორე კვარტალში კომისიაში შემოსულია სულ 757 კორესპონდენცია, აქედან პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და მთავრობიდან - 4, პარლამენტიდან - 4, სამინისტროებიდან და სახელმწიფო დეპარტამენტებიდან - 59, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან – 97, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებიდან - 4, სასამართლო და საფინანსო ორგანოებიდან - 19, სხვადასხვა ორგანიზაციებიდან და კომპანიებიდან – 289, საკონკურსო განაცხადები – 13, მოქალაქეთა განცხადება-საჩივარი – 39, ლიცენზიისა და ნებართვის მიღებისათვის განაცხადები - 139 და შიდა მიმოწერა – 64, სამსახურებრივი სარგებლობისათვის - 26.

            საანგარიშო პერიოდში კომისიაში შემოსული 757 კორესპონდენციიდან კომისიის თავმჯდომარისა და   კომისიის   წევრების   რეზოლუციის  შესაბამისად 313  კორესპონდენცია   იყო გასაცნობად და სამსახურებრივი სარგებლობისათვის, საპასუხო - 443, საიდანაც მ/წლის  1 ივლისისათვის შესრულებული იყო 321 (72%),  აქედან ვადაში - 263 (82 %)  და ვადის დარღვევით – 58  (18 %). მათ შორის კომისიის თავმჯდომარის მიერ კონტროლზე აყვანილი კორესპონდენციაც.

კომისია აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე კომისიაში შემოსულია სულ 9 კორესპონდენცია, პასუხი გაცემულია                9 კორესპონდენციაზე. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სულ შემოსულია 2 მოთხოვნა, ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია (ყველა წერილი საცნობარო ხასიათისაა). კომისიას არ მიუღია არცერთი გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. მოთხოვნილი იყო აგრეთვე კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სხვადასხვა სახის ცვლილებების შეტანა.

საანგარიშო პერიოდში კომისიაში შემოსულ 209 მოთხოვნიდან კომისიის მიერ 141-ზე მიღებულია დადებითი გადაწყვეტილება, განაცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე მიღებულია 3 გადაწყვეტილება (შპს  „საქართველოს სახელმწიფო ელექტოსისტემის“; ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიის და საქართველოს მილსადენის კომპანიის განცხადებების განუხილველად დატოვების შესახებ), ხოლო 3 თხოვნა (სახელისუფლებო სპეცკავშირებისათვის სიხშირეების გამოყოფის, შპს “მაკროკომი”-სთვის სალიცენზიო გადასახდელის გადახდის 1 წლით გადავადებისა და  შპს “აია-3”-სთვის საცდელი მაუწყებლობის გაშვების უფლების მიცემის შესახებ) მთელი რიგი ობიექტურად დასაბუთებული მიზეზების გამო ვერ იქნა დაკმაყოფილებული, რაზედაც მათ დაეგზავნათ შესაბამისი კვალიფიციური განმარტებები.

საანგარიშო პერიოდისათვის კომისიაში სულ შემოსულია მოქალაქეთა 16 საჩივარი და განცხადება, აქედან მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისათვის რეაგირებისათვის გადაცემულია 7, ხოლო კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიერ პასუხი გაცემულია 3-ზე, მათ შორის ვადის დარღვევით გაგზავნილია ერთი.

კომისია აღნიშნავს, რომ გასაგზავნი კორესპონდენცია ადმინისტრაციაში მუშავდება საფოსტო წესების შესაბამისად და რეგისტრაციის შემდგომ იგზავნება დანიშნულებისამებრ. საანგარიშო პერიოდში კომისიიდან სულ გაგზავნილია 500 კორესპონდენცია, მათ შორის 7 შუალედური პასუხია, საიდანაც 1 უკვე მოითხოვს მათზე საბოლოო პასუხის ოპერატიულად მომზადებას. აქვე აღსანიშნავია, რომ კომისიის თავმჯდომარის რეზოლუციით დადგენილი დოკუმენტის მეორე და მესამე შემსრულებელი პირების მხრიდან რიგ შემთხვევებში ჯერ კიდევ ადგილი აქვს დოკუმენტის მომზადებაში ფორმალურ მონაწილეობას (ძირითადი შემსრულებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის  მიუწოდებლობა, დოკუმენტზე ფორმალური ვიზირება და ა.შ.).

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ 2005 წლის კომისიის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული 20 საკითხიდან კომისიის სხდომებზე განხილული იქნა 9 საკითხი. განუხილველად დარჩენილი 11 საკითხიდან 7 გადატანილ იქნა მესამე კვარტლის სამუშაო გეგმაში, 3 - მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმაში, ხოლო ერთი საკითხი საერთოდ არ იქნა წარმოდგენილი განსახილველად.

საანგარიშო პერიოდში ჩატარდა კომისიის 20 სხდომა, რომლებზედაც მიღებულია  4 დადგენილება და 240 გადაწყვეტილება, აქედან: ლიცენზიის გაცემაზე – 11, ლიცენზიის მოდიფიცირებაზე - 2, ლიცენზიების გაუქმებაზე - 2, სხვადასხვა სახის ნებართვების გაცემაზე - 22, კონკურსის გამოცხადებაზე - 4, განაცხადების განუხილველად დატოვებაზე - 3, სიხშირეების მინიჭებაზე - 43, მინიჭებული სიხშირეების კოორდინაციაზე - 14, სამაუწყებლო კომპანიების გაფრთხილებაზე – 19, დავების განხილვაზე - 6 და სხვადასხვა სახის - 114;

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ადმინისტრაციულ მართვასთან დაკავშირებული დავალებებიდან შეუსრულებელია 1, ხოლო კომისიის აპარატის თათბირების საოქმო დავალებებიდან - 5. მ/წლის 22 ივლისისათვის გაუფორმებელია კომისიის სხდომის 3 ოქმი, რაც განპირობებულია აპარატის შესაბამისი სამსახურების მიერ საანგარიშო პერიოდში კომისიის სხდომაზე მიღებული 1 გადაწყვეტილების ადმინისტრაციაში დღემდე წარუდგენლობითა და 2 დადგენილების იუსტიციის სამინისტროდან მიუღებლობის მიზეზით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. აპარატის ადმინისტრაციის უფროსის ი.ხარებავას ინფორმაცია კომისიაში შემოსულ კორესპონდენციაზე და კომისიის წევრების საკონტროლო დავალებებზე 2005 წლის მეორე კვარტალში კომისიის აპარატში გაწეული საქმიანობის შესახებ, მიღებულ იქნეს ცნობად (განმარტებითი ბარათი თან ერთვის).

2.  დაევალოთ  აპარატის სტრუქტურული ერთეულების უფროსებს:

ა) 5 (ხუთი) დღის ვადაში უზრუნველყონ მათზე რიცხულ ყველა ვადაგადაცილებულ  კორესპონდენციაზე მუშაობის დასრულება;

ბ) მკაცრად დაიცვან საქმისწარმოების შინაგანაწესის შესაბამისად კომისიაში შემოსულ კორესპონდენციაზე მუშაობის დადგენილი ვადები;

გ) აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად იქნეს წარმოდგენილი კომისიის სხდომებზე განსახილველად გადაწყვეტილების პროექტები (სათანადო სამსახურებრივი ბარათებითურთ) 2005 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებზე;

დ) უზრუნველყონ 2005 წლის მეორე ნახევრის განმავლობაში კომისიის სტრუქტურული ერთეულებში შემოსული კორესპონდენციის, დასმული პრობლემატიკის მიხედვით თემატურად დაჯგუფება, მათი არსობრივი ანალიზი და მათში დასმული პრობლემების განზოგადება.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1ა) ერთი თვის ვადაში;   

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულების მიმდინარეობაზე დაევალოს აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                              დ . ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები