შპს „ინტერტაქსისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2005
მიღების თარიღი ივლისი 22, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს „ინტერტაქსმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 აპრილის N 5/4-4656 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისის ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. შპს „ინტეტაქსის” საქმიანობის საგანია ავტოსატრანსპრტო მომსახურება. სიხშირეები გამოყენებული იქნება რადიოკავშირის ქსელით სარგებლობისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „ინტერტაქსს” 150.825 მგჰც და 155.925 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს „ინტერტაქსისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ინტერტაქსისთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე). კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
