რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2005
მიღების თარიღი ივლისი 22, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილები (N UMS-50/0848, 17.05.05; N UMS-50/0949, 25.05.05. და N UMS-50/0913, 23.05.05.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის ფედერაციის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის ELISTA KALM – 3 TBK, ARZGIR STAVR – 6 TBK (Mod), NOIRUH DAG – 8 TBK, KUBACHI DAG – 22 TBK, KARA-SU KAB-BALK-7 TBK, TEGENEKLI KAB-BALK-6 TBK, TSIMGUDA DAG-11 TBK, KICHMALKA KAB-BALK-11 TBK (Mod), NIZHNIY KURP KAB-BALK-39 TBK (MOD), VERHNIY LESKEN KAB-BALK-3 TBK (Mod), LECHINKAI KAB-BALK-36 TBK, VERHNIY CHEGEM KAB-BALK -3 TBK, NIZHNIY CHEGEM KAB-BALK -6 TBK, KENDELEN KAB-BALK -11 TBK, VERHNYAYA BALKARIYA KAB-BALK -7 TBK (MOD), VERHNYAYA BALKARIYA KAB-BALK -9 TBK (MOD), TYRNAUZ KAB-BALK -9 TBK, GILIB DAG-12 TBK, MAGITL DAG-22 TBK, DIVNOE STAVR-7 TBK, KARA-SU KAB-BALK-9 TBK, MAIKOP ADYG-24 TBK, MAIKOP ADYG-29 TBK (MOD), MAIKOP ADYG-35 TBK (MOD) და SADOVYI ADYG -47 TBK მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ. წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სატელევიზიო გადამცემი სადგურები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი სატელევიზიო სადგურებისთვის. “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის ELISTA KALM – 3 TBK, ARZGIR STAVR – 6 TBK (Mod), NOIRUH DAG – 8 TBK, KUBACHI DAG – 22 TBK, KARA-SU KAB-BALK-7 TBK, TEGENEKLI KAB-BALK-6 TBK, TSIMGUDA DAG-11 TBK, KICHMALKA KAB-BALK-11 TBK (Mod), NIZHNIY KURP KAB-BALK-39 TBK (MOD), VERHNIY LESKEN KAB-BALK-3 TBK (Mod), LECHINKAI KAB-BALK-36 TBK, VERHNIY CHEGEM KAB-BALK -3 TBK, NIZHNIY CHEGEM KAB-BALK -6 TBK, KENDELEN KAB-BALK -11 TBK, VERHNYAYA BALKARIYA KAB-BALK -7 TBK (MOD), VERHNYAYA BALKARIYA KAB-BALK -9 TBK (MOD), TYRNAUZ KAB-BALK -9 TBK, GILIB DAG-12 TBK, MAGITL DAG-22 TBK, DIVNOE STAVR-7 TBK, KARA-SU KAB-BALK-9 TBK, MAIKOP ADYG-24 TBK, MAIKOP ADYG-29 TBK (MOD), MAIKOP ADYG-35 TBK (MOD) და SADOVYI ADYG -47 TBK მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (N UMS-50/0848, 17.05.05; N UMS-50/0949, 25.05.05. და N UMS-50/0913, 23.05.05. წერილების დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
