წვდომის მენიუ

რუსეთის ფედერაციის მიწისზედა თანამგზავრული სადგურისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 525 / 14

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2005

მიღების თარიღი ივლისი 22, 2005

             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სამსახურის წერილი (№ UMS-50/0929, 24.05.05) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის ფედერაციის მიწისზედა თანამგზავრული სადგურისთვის YSTREBINAY/KROSNA (რომლებიც იგეგმება EXPRESS-4 სათანამგზავრო ქსელში) მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ. მიწისზედა თანამგზავრული სადგურები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არის განთავსებული და 3 და 5 გგჰც სიხშირულ დიაპაზონში ფუნქციონირებს. წარმოდგენილი ფორმის შესაბამისად, მიწისზედა თანამგზავრული სადგურის გამოყენება მონაცემების გადასაცემად არის განსაზღვრული.

            თანდართული ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სათანამგზავრო სამსახურის სადგურები არ ქმნის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ფიქსირებული და სათანამგზავრო სამსახურების სადგურებისთვის.

             “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სამსახურის მიწისზედა თანამგზავრული სადგურისთვის YSTREBINAY/KROSNA მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (№ UMS-50/0929, 24.05.05.) წერილის დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი,  სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;  

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                      დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები