წვდომის მენიუ

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სახმელეთო მოძრავი სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 526 / 14

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2005

მიღების თარიღი ივლისი 22, 2005

        საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა    რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილები (N UMS-50/1067; 03.06.05) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით სახმელეთო მოძრავი სამსახურის სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ. სახმელეთო მოძრავი სამსახურის აღნიშნული სადგურები წარმოადგენენ რადიოკავშირის ქსელის შემადგენელ მიმღებ-გადამცემ მოწყობილობებს და ფუნქციონირებენ 37.875 მგჰც და 41.650 მგჰც სიხშირეებზე.

            წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სახმელეთო მოძრავი სამსახურის სადგურები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სახმელეთო მოძრავი სამსახურის სადგურებისთვის.

          “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სახმელეთო მოძრავი სამსახურის სადგურების SOCHI KRAS გამოყენებაზე   (N UMS-50/1067; 03.06.05 წერილის   დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთაკოლეგიაში (ქ.თბილისი,  სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;  

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                      დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები