წვდომის მენიუ

შპს„საქაერონავიგაციისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 528 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2005

მიღების თარიღი ივლისი 22, 2005

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „საქაერონავიგაციამ“ (რეგისტრირებული ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაინული სასამართლოს 2000 წლის 30 მაისის N 7/4-1327(2) დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით N8/723,29.06.05,  სიხშირეების  მინიჭების თაობაზე.

სიხშირეები გათვალისწინებულია, ქ.თბილისში აეროპორტსა და რადიოსალოკაციო სადგურებს შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლისთვის, საკომუნიკაციო ქსელთან კავშირისა და ქ.სენაკის აეროპორტიდან ინფორმაციის მისაღებად. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს  შპს „საქაერონავიგაციას“  სიხშირეები ზოლის სიგანით 14 მგჰც  ქ.თბილისში მონაკვეთებზე: აეროპორტი – რადიოლოკატორი,  12934.75 მგჰც და 13200.75 მგჰც; რადიოლოკატორი – რადიოლოკატორი, 12948.75 მგჰც და 13214.75 მგჰც;  აეროპორტი – თბილისი, 4500 მგჰც და 4512.5 მგჰც  და ქ.სენაკში, აეროპორტი – სატელევიზიო ანძა, 1234.75 მგჰც და 13200.75 მგჰც, ერთი წლის ვადით.

2.   აღირიცხოს შპს „საქაერონავიგაციისთვის“  მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის  უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „საქაერონავიგაციისთვის“    სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;   

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს  (ს. შავგულიძე).

კომისიის  თავმჯდომარე                                                           დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები