შპს „ტესაკოსთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2005
მიღების თარიღი ივლისი 22, 2005
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „ტესაკოს“ 6660.00 მგჰც; 7000.00 მგჰც; 6740.00 მგჰც და 7080.00 მგჰც სიხშირეები თბილისი – ყაზბეგის საკომუნიკაციო მაგისტრალზე, რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის, შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით N 1440 ლიცენზიის მოქმედების ვადით (05.01.2015);
2. აღირიცხოს შპს „ტესაკოსთვის“ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ტესაკოსთვის“ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
